თბილისში „აიპლიუსის” მაღაზიაში მამაკაცი ცივი იარაღით შეიჭრა

თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე „აიპლიუსის” მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. როგორც ცნობილია, მამაკაცი მაღაზიაში შევიდა და კონსულტანტ გოგონას ცივი იარაღით ემუქრებოდა.
პოლიციამ ის შემთხვევის ადგილზევე დააკავა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები