ყაზახეთის სამხედრო ნაწილში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ყაზახეთის ქალაქ არისში მდებარე სამხედრო ნაწილში მომხდარი აფეთქებების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ამის შესახებ ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კომიტეტის წარმომადგენელმა, ნურსულთან ნურახმეტოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ჯანდაცვის დეპარტამენტის ამჟამინდელი მონაცემებით, სამედიცინო დახმარების მოთხოვნით 70 ადამიანმა მოგვმართა, მათგან 45 საავადმყოფოში გადაიყვანეს, 5 ადამიანი დაიღუპა”, – თქვა ნურახმეტოვმა.
შეგახსენებთ, რომ  24 ივნისს, სამხრეთ ყაზახეთის ოლქში განთავსებულ სამხედრო ნაწილში ხანძრის შედეგად, სამხედრო მასალების აფეთქებები დაიწყო. ინციდენტის შედეგად  ათამდე ადამიანი დაშავდა. მომხდარის გამო  ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ამასთან, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინციდენტის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა პერმანენტული აფეთქებების გამო  ვერ ხერხდებოდა და სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო. ამავე საღამოს მაშველებმა სამუშაოები განაახლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები