ლავროვი: სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ულტრაექსტრემისტული და ანტირუსული პოლიტიკის პროვოცირებაა

“საქართველოს ხელისუფლება ანტირუსული და ნაციონალისტური ხასიათის პოლიტიკის პროვოცირებას ცდილობს”, – ასე შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ პუტინის დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები.
“ჩვენ გვესმის საქართველოს პრემიერის განცხადებები, რომ სტუმრები ქვეყანაში უსაფრთხოდ არიან. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სერგეი გავრილოვი და მისი დელეგაციის წევრებიც სტუმრები იყვნენ, რომლებიც საერთოდაც არ ყოფილან უსაფრთხოდ”, – თქვა ლავროვმა.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები რუსეთზე, რომ ის მტერი და ოკუპანტია, ანტირუსული პოლიტიკის მაჩვენებელია.
“საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები, რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტია, ეს ერთმნიშვნელოვნად ულტრაექსტრემისტული, ნაციონალისტური და ანტირუსულია”, – დაამატა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები