უკრაინამ შესაძლოა, ევროსაბჭო დატოვოს

უკრაინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აღარ იმუშავებს  იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს უფლებამოსილებები აღუდგება. ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ არიევმა საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” დაწერა.
“თუ რუსეთს ყოველგვარი პირობების გარეშე აღუდგება უფლებამოსილება, მაშინ უკრაინას ევროსაბჭოში აღარაფერი ესაქმება. დარჩა 2 დღე”, – წერს არიევი.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას ივნისის სესიაში მონაწილეობის უფლება ოფიციალურად მისცა. ამის შესახებ ასამბლეის “ტვიტერის” გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რეგლამენტში ცვლილების შეტანას ხმა 118-მა წევრმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე 62 წევრი იყო, 10-მა კი თავი შეიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები