კალიფორნიაში, ორმხრივი სროლის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა

ხუთი ადამიანი, ეჭვმიტანილის ჩათვლით, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან ხოსეში ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სროლის შესახებ შეტყობინება პოლიციის ცხელ ხაზზე 23:00-დან 24:00 საათამდე შევიდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს საცხოვრებელ სახლში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, 3 გარდაცვლილი (2 ქალი და ერთი მამაკაცი) და სახლის გარეთ   ქალი და მამაკაცი მძიმედ დაჭრილები დახვდათ. ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე მამაკაცმა ოთხ ადამიანს ესროლა და შემდეგ თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები