უკრაინამ ევროსაბჭოს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი გამოიხმო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, პაველ კლიმკინის განცხადებით, უკრაინა ევროსაბჭოში თავის მუდმივმოქმედ წარმომადგენელს, დიმიტრი კულებას იხმობს. ამის შესახებ მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა.
​მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროსაბჭოში რუსული დელეგაციის დაბრუნების გადაწყვეტილებას ეხება.
“ევროპის საბჭომ დაკარგა ჩვენი ნდობა, რომლის აღდგენაც ძალიან ძნელი იქნება. ლიდერების ძალისხმევით, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია უბრალო მენეჯერად გადაიქცა. აქედან გამომდინარე, ვიხმობთ ევროსაბჭოში ჩვენს ელჩს კონსულტაციებისთვის”, – დაწერა კლიმკინმა “ფეისბუქზე”.
შეგახსენებთ, უკრაინის დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მათი ეს ქმედება ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას, რუსეთისთვის შეჩერებული წევრობის უფლების აღდგენას უკავშირდება. ამასთან, უკრაინის დელეგაციამ რადას თხოვნით მიმართა, რომ უკრაინამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დატოვოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები