უკრაინის დელეგაცია: მივმართავთ რადას, განიხილოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვების საკითხი
უკრაინის დელეგაციამ რადას თხოვნით მიმართა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ცნობისთვის, უკრაინის დელეგაციამ დღეს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. მათი პროტესტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა.
მიღებული რეზოლუცია უკვე გასაჩივრდა.
არსებული ინფორმაციით, უკრაინული დელეგაცია ოთხშაბათს სხდომათა დარბაზში კვლავ დაბრუნდება, რათა აღნიშნული ინიციატივის გასაჩივრებაში მიიღოს მონაწილეობა. უკრაინული მხარე ითხოვს, რომ რუსეთს სრულად შეუჩერდეს უფლებამოსილება.
საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა სრული შემადგენლობით მისცეს ხმა იმ რეზოლუციის წინააღმდეგ, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნებას ითვალისწინებს.