კახა ოქრიაშვილი: პროპორციულ სისტემაზე გადასვლით პოლიტიკური იდიოტების რიცხვი გაიზრდება

“იმის შემდეგ, როცა გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, პოლიტიკური იდიოტების რიცხვი გაიზრდება”, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა გამოცხადდეს.
„ხედავთ, დღეს რაც მოხდა. აშკარაა, რომ პოლიტიკური იდიოტების პროცენტი ძალიან მაღალია საქართველოს პარლამენტში და იმის შემდეგ, როცა გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, პოლიტიკური იდიოტების რიცხვი გაიზრდება. ასე რომ, ცირკს უფრო მეტს ვნახავთ მომავალში. მთავრობა უნდა გადადგეს და რიგგარეშე არჩევნები უნდა გამოვაცხადოთ”, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს – მისი თქმით, დასკვნების გამოტანა გამოძიების ჩატარების შემდეგ უნდა მოხდეს.
“20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება უნდა ჩატარდეს და დასკვნები შემდეგ უნდა გამოვიტანოთ“, – აღნიშნა ოქრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები