ნინო ბურჯანაძე: ის, რაც პროდასავლურმა პარტიებმა მოაწყვეს საქართველოში, ანტირუსული ისტერიაა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და პარტიის “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა”​ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე რუსულ გამოცემა “იზვესტიას” საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ ინტერვიუს აძლევს და ამბობს, რომ პროტესტი პროდასავლურმა ძალებმა “ანტირუსულ ისტერიას” დაამსგავსეს.
მისივე თქმით, რუსეთი და გავრილოვი მომხდარში დამნაშავეები არ არიან და   გავრილოვი მხოლოდ და მხოლოდ იქ დაჯდა, სადაც მიუთითეს.
“თავდაპირველად, აქცია  მართლაც გულწრფელი პროტესტით დაიწყო, ისევ და ისევ ჩვენი ხელისუფლების სისულეების გამო და აქ რუსეთი და გავრილოვი არაფერ შუაში  არიან. გავრილოვმა მხოლოდ და მხოლოდ ის ადგილი დაიკავა, სადაც მიუთითეს. თანდათანობით ეს პროტესტი პროდასავლურმა ძალებმა სათავისოდ შემოატრიალეს და ანტირუსულ ისტერიად აქციეს”, – თქვა ბურჯანაძემ ინტერვიუში.
“იზვესტიასთან” საუბრისას  ბურჯანაძემ ისიც დაამატა, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების დასათბობად ოფიციალური თბილისი არაფერს აკეთებს, რადგან მთავრობას ამერიკის განაწყენების ეშინია. თუმცა ის იმედს გამოთქვამს, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და რუსულ-ქართული ურთიერთობები აღდგება.
“რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებას ეშინია ამერიკის წყენის. მით უმეტეს, ივანიშვილს ეშინია, არ გაყინონ მისი მილიარდები, ამიტომ ვითარება საკმაოდ დაძაბულია, თუმცა იმედი მაქვს, რომ ის არცთუ ისე უიმედოა”, – განმარტა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები