არჩილ თალაკვაძე: ჩემთვის დიდი პატივია, გავხდე პარლამენტის თავმჯდომარე

“ჩემთვის დიდი პატივია, გავხდე პარლამენტის თავმჯდომარე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში მას შემდეგ აღნიშნა, რაც პირველმა ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გადადგომის შესახებ წარდგენილი განცხადება წაიკითხა.
თალაკვაძემ სიტყვის გამოსვლის დასაწყისში ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა.
“ჩემთვის დიდი პატივია, გავხდე პარლამენტის თავმჯდომარე. ძალისხმევას არ დავიშურებ, საზოგადოებას პირუთვნელად ვემსახურო და ამაში მაქვს თქვენი იმედი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები