მიხეილ ყაველაშვილი: ოპოზიცია პროვოკაციული მეთოდებით ცდილობდა პარლამენტში შეჭრასა და 2003 წლის რევოლუციის სცენარის განმეორებას

„ოპოზიცია პროვოკაციული მეთოდებით ცდილობდა პარლამენტში შეჭრასა და 2003 წლის რევოლუციის სცენარის განმეორებას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, გიორგი გახარიამ გადაგვარჩინა სისხლისღვრას.
„მე ვუყურებდი ამ პროცესებს. მე ნანახი მაქვს, რა ხდებოდა წარსულში. რომ არა გიორგი გახარია, დაიღვრებოდა სისხლი. გიორგი გახარიამ გადაგვარჩინა სისხლის ღვრას.
„ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა, შემოჭრილიყო პარლამენტში. მათი რამდენიმე წარმომადგენელი აქტივისტებთან ერთად შენობაში იმყოფებოდა და გაღიმებულები უყურებდნენ პროცესებს, რადგან სურდათ, რომ ეს ადამიანები შემოჭრილიყვნენ, განლაგებულიყვნენ პარლამენტში, როგორც ეს გააკეთეს 2003 წელს. თქვენ ხედავთ, რომ პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება. ისინი ითხოვენ კონკრეტულ კადრებსა და ფოტოსურათებს, თუ როგორ ხდებოდა აქციის დაშლა. დაისჯება ყველა პასუხისმგებელი პირი“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები