გიორგი გაჩეჩილაძე „ნაციონალებს“ – “რუსული ფაქტორი ამოქმედდა საქართველოში?!“

“რუსული ფაქტორი ამოქმედდა საქართველოში?! ხოშტარია, რომელსაც მოსკოვში უშიშროების აკადემია აქვს დამთავრებული, არავინ იცის, ვინ არის?! რა, არავინ იცის, ვინ არის სააკაშვილი?!”. – ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში დეპუტატებს.
გიორგი გაჩეჩილაძე პარლამენტში დღევანდელ მოვლენებს გამოეხმაურა და აღშფოთება ვერ დამალა.
დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს წარსული გაახსენა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკა რუსეთს გადასცა, დღეს საქართველოში დესტაბილიზაციას გეგმავს.
„პირდაპირ მინდა გითხრათ, გაოცებული და გაოგნებული ვარ. როგორ აღმოჩნდა გარკვეული ნაწილი ჩვენგან გასული ადამიანებისა და კიდევ ვიღაცები, ვისაც თავი პატრიოტებად მოაქვთ, „ნაციონალების“ ნარატივში ჩასხდნენ.
ეს არის სასწაული ამ ქვეყანაში, მაგრამ ბევრი რამ მინახავს. ისეთივე სასწაულია ეს, როგორც გრიგოლ ვაშაძის გარშემო არის გაერთიანებული, რომელიც მოქმედი უშიშროების ოფიცერია რუსეთის, იმის გარშემო დგას ოცი პარტია. ეს ხომ სასწაულია? ეს საზოგადოებამ ხომ უნდა შეაფასოს, ბოლო-ბოლო? რა, ძნელი გასაგებია, რა ხდება საქართველოში? ძნელი ამბავია იმის მიხვედრა, რომ ისეთი სიტუაციები შეიქმნა, რომ ნატო შემოვიდა შავ ზღვაში, ევროკავშირთან ინტენსიური მოლაპარაკებები დაიწყო გაერთიანებასთან დაკავშირებით, აბრეშუმის გზა იხსნება, რომელმაც რუსეთის გვერდის გავლით უნდა ატაროს ტვირთები, რომ რუსული ფაქტორი ამოქმედდა საქართველოში? რა, ძნელი მისახვედრია? და ვინ არის ამის სათავეში, ვერ ხედავთ? ხალხი, რომელმაც მთელი ეკონომიკა რუსეთს გადასცა, რომელმაც ეუთო-ს სამიტზე, 2008 წლის ოქტომბერში ხელი მოაწერა დოკუმენტს, სადაც აღიარა, რომ საქართველო დაესხა თავს ცხინვალს, ხალხი, რომელმაც „ენგურჰესის“ გადაცემაზე დოკუმენტი შექმნა რუსებთან ერთად, 2008 წლის დეკემბერში; და ჩვენ, აი ეს ხალხი, რომელიც ახლა გაიქცა აქედან, რომლის სათავეშიც დგანან რუსეთის „მგიმო“ -ს და ასე შემდეგ კურსდამთავრებულები, ერთ-ერთი აქ ბრძანდება; ხოშტარია, რომელსაც მოსკოვში აქვს დამთავრებული და უშიშროების აკადემიაა, ფაქტობრივად, რა, არავინ არ იცის, სააკაშვილი ვინ არის? რომ უკრაინაში მასზე სახელმწიფო ღალატზე და რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული? გრიგოლ ვაშაძე ვინ არის, არავინ იცის? რომ რბილი ძალა ამოქმედდა საქართველოში და ეს პროვოკაცია, რომელიც მოაწყო რუსეთმა აქ, პარლამენტში, რომ მას დასაყრდენი სჭირდებოდა მერე ამ სიტუაციის ასაგორებლად? რთული საკითხია ამის გარკვევა ჩვენთვის პარლამენტში პოლიტიკოსებისთვის? ამიტომ სიმართლე უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რაშია საქმე რეალურად და რა საფრთხეებთან დაკავშირებით ხდება ეს ყველაფერი, რუსეთი ამოქმედებულია და რუსეთი ვერ გაბედავდა ამას, დასაყრდენი რომ არ ჰქონდეს საქართველოში ამ პოლიტიკური ორგანიზაციების სახით“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები