„ოპოზიციას, რომ საქართველოს ბედი აინტერესებდეს, ერთად გავაპროტესტებდით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთისათვის დაბრუნების საკითხს“

„ოპოზიციას, რომ საქართველოს ბედი აინტერესებდეს, ერთად გავაპროტესტებდით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთისათვის დაბრუნების საკითხს“,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ოპოზიციას, რომ საქართველოს ბედი აინტერესებდეს, ერთად გავაპროტესტებდით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთისათვის დაბრუნების საკითხს და დავაფიქრებდით იმ 118 დეპუტატს, ვინც რეზოლუციას დაუჭირა მხარი… ოღონდ მანდამდე, რა თქმა უნდა, სანამ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული…
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით, ცხრასაათიანი დებატებისა და განხილვის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა…“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები