ბესელია ყოფილ თანაგუნდელებს: იქ უნდა დამდგარიყავით და გადაფარებოდით ბავშვებს, ვისაც თვალები დასთხარეს

“სად იყავით თქვენ მაშინ, კაბინეტში? იქ უნდა დამდგარიყავით და გადაფარებოდით ბავშვებს, ვისაც თვალები დასთხარეს”, – ამ განცხადებით პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ყოფილ თანაგუნდელებს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართა.
მან მმართველ გუნდი მწვავედ გააკრიტიკა.
“სად იყავით თქვენ მაშინ, კაბინეტში? იქ უნდა დამდგარიყავით და გადაფარებოდით ბავშვებს, ვისაც თვალები დასთხარეს. თუ მაგდენი გამბედაობა გქონდათ, გასულიყავით გარეთ და იმ ბავშვებს გადაფარებოდით იქ, რომლებსაც დასდევდნენ ქუჩაში, სადაც არც რევანშის საფრთხე იყო, არც თავდასხმა. რა გინდათ თქვათ, რომ ჩემიანი თუ აკეთებს, ყველაფერი მოსულა?!… ან იმ სავარძელში ვიდრე ჩასკუპდებოდა გავრილოვი, არცერთს გეყოთ გონიერება, რომ იმ ღონისძიების დაგეგმვა არ შეიძლებოდა?! ან სად იყავით რომელიმე, რომ ასულიყავით სცენაზე და ჩამოგეყვანათ. არაფრის მომცემი გადაფარება, ეს ყავლგასული ბოდიშები არაფერს ჰგავს. ეს მთავრდება ძალიან ცუდად. მე მადარდებს ის, რომ წარსულში დაბრუნების საფრთხეს ვხედავ თქვენი უნიათობის, უპასუხისმგებლობისა და გაუაზრებელი ქმედებების გამო“, – მიმართა ბესელიამ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები