კარლ ჰარცელი: მივესალმებით შესაძლებლობას, რომ მხარეებმა ერთად განიხილონ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მმართველი პოლიტიკური გუნდის მიესალმება გადაწყვეტილებას, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს.
„ევროკავშირის სხვა ელჩებთან ერთად მივესალმებით ამ შესაძლებლობას, რომ მხარეებმა ერთად განიხილონ ეს საკითხი იქედან გამომდინარე, რომ ეს მოთხოვნები იყო ბევრი მხრიდან წამოყენებული. ასევე, ეს ძალიან დაეხმარება იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რომელიც გათვალისწინებული იყო ეუთო-ს რეკომენდაციებში და იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით კარგ შედეგებს მივაღწევთ”, – განაცხადა ჰარცელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები