მდინარაძე მელიას – შენ ხარ უბედურება ამ ქვეყანის მიხეილ სააკაშვილთან ერთად(ვიდეო)

„ნიკა მელია, შენ დაჯექი, დაჯექი, შენ ხარ ამ ქვეყნის მთავარი უბედურება“, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო წევრს, ნიკა მელიას.ამის შემდეგ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
მანამდე კი მამუკა მდინარაძე დეპუტატებს სიტყვით მიმართავდა.
„ეს არის ჩვეულებრივი დესტრუქცია, რაც დაიწყეს და სხვა მიზანი ამ ადამიანებს არ აქვთ. ვიდრე ფრთიან ფრაზებს იტყვით, პასუხისმგებლობა აიღეთ იმაზე, რაც გააკეთეთ, რასაც აკეთებთ და რასაც მოჰყვა ის საშინელება, რაც ხდება ამ ქვეყანაში – ხმას დაუწიეთ. როგორ ისარგებლეთ ადამიანების გულწრფელი ემოციით და როგორ გინდათ დესტრუქცია და როგორ გინდათ გადატრიალებები ამ ქვეყანაში. ეს გინდათ, მეტი მიზანი არ გაქვთ. ნიკა მელია, შენ დაჯექი, შენ ხარ ამ ქვეყნის მთავარი უბედურება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები