ჯონ ბოლტონი: ტრამპი G20-ის სამიტზე პუტინთან შეხვედრას ელოდება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დიდი ოცეულის სამიტზე ოსაკაში  რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას ელოდება  – ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა.
“პრეზიდენტი ტრამპი ელოდება, რომ უახლოეს დღეებში იაპონიაში პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა”, – თქვა ბოლტონმა  ისრაელში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევსა და ისრაელის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელ მეირომ ბენ-შაბატთან შეხვედრაზე.
ბოლტონის თქმით, პატრუშევთან მისი შეხვედრა დიდი ოცეულის სამიტისთვის მზადებაა.
ამასთან, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა დაადასტურა, რომ, დიდი ალბათობით, ლიდერები ერთმანეთს G20-ის სამიტზე შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები