ევროსაბჭომ რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქცია გაუუქმა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღევანდელ სხდომაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსულ დელეგაციას მის შემადგენლობაში დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს.
რეზოლუციის მიღებას მხარი 118-მა დელეგატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 62 იყო, 10-მა დელეგატმა კი თავი შეიკავა.
მედიის ინფორმაციით, რუსული დელეგაცია უკვე სტრასბურგშია. ის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას დღეიდან მიიღებს.
ცნობისთვის, რუსეთმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილება 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო დაკარგა.