მამუკა ბახტაძე: პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო

0

პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო, თუმცა ეს დამოკიდებულია ჩვენი საზოგადოების არჩევანზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა შეაფასა ინიციატივა, რომლის თანახმად, 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში ახალი სახეების ნახვა ქართულ საზოგადოების დაკვეთაა.

„ბოლო არჩევნების შედეგებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს. შესაბამისად, დღევანდელი გადასახედიდან 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგების პროგნოზი არ იქნება რელევანტური, თუმცა იმის ალბათობა, რომ საჭირო გახდეს კოალიციური მთავრობა, ბუნებრივია, არსებობს. ეს მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი