რომან გოცირიძისა და აკაკი ზოიძის დაპირისპირება: შენ აქ იჯექი და ელოდებოდი, როგორ შემოვარდებოდნენ (ვიდეო)

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

„თუ გინდათ, რომ ხვალინდელი სხდომა ჩატარდეს მშვიდად, თქვენ ის დარბაზი შეარცხვინეთ, თქვენ ამოგეწურათ მორალური საშვი, გაგიუქმდათ საშვი, თქვენ იმ დარბაზში ვეღარ შეხვალთ“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

დეპუტატის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მორალზე საუბრის უფლება არ აქვს. „მორალზე თქვენ ნუ ლაპარაკობთ, ახალგაზრდები გაუშვით თქვენ სასაკლაოზე“, – მიმართა ზოიძემ რომან გოცირიძეს.

24 ივნისს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართა. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრის საშუალება ჰქონოდათ. აღნიშნულ განცხადებებს ბიუროს სხდომაზე კამათი და ხმაური მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები