გერმანიაში ორი გამანადგურებელი ერთმანეთს შეეჯახა (ვიდეო)

0

გერმანიის შეიარაღებული ძალების ორი გამანადგურებელი – Eurofighter – ერთმანეთს შეეჯახა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კატასტროფა გერმანიის ფედერალურ მიწაზე – მეკლენბურგში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი გამანადგურებელი ტყეში ჩავარდა, მეორე კი პირველისგან 10 კილომეტრში.
გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილობრივი სამართალდამცველების ცნობით, ერთ-ერთი პილოტი ტყეში ჩამოვარდნილი თვითმფრინავიდან მოშორებით, ცოცხალი იპოვეს, სავარაუდოდ, მან კატაპულტირება მოასწრო.

კომენტარები

კომენტარი