პუტინმა საკვები პროდუქტების ემბარგო 2020 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთაც ანტირუსული სანქციები აქვთ დაწესებული, საკვები პროდუქტების ემბარგო 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. ამ ბრძანების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ იურიდიულ საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, 2014 წლის აგვისტოში პუტინმა რუსეთში რამდენიმე ქვეყნის პროდუქციის იმპორტი აკრძალა. სიაში მოხვდნენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომელთაც რუსეთის იმპერიალისტური რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. აღნიშნულ ბრძანებას მოქმედების ვადა 2019 წლის ბოლოს გასდიოდა.