სააკაშვილი ხელისუფლების ინიციატივაზე: ყველა, ვინც ამას დათანხმდება, არის ან აბსოლუტური სულელი, ან ჩვეულებრივად ნაყიდი

“ერთი რამ სრულიად ნათელია – ივანიშვილი არის პანიკაში, მაგრამ ახლა ყველა, ვინც ამას დათანხმდება, არის ან აბსოლუტური სულელი, ან ჩვეულებრივად ნაყიდი”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ ინიციატივას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ნულოვანი ბარიერი მსოფლიოში არ არსებობს და ეს გაერთიანებების დაშლას, ასევე, პატარ-პატარა პარტიების ყიდვას ნიშნავს.
„ბავშვებს დასთხარეს თვალები, ჩაიდინეს საოცრებები და თურმე რისთვის – იმისთვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, შეინარჩუნოს დღევანდელი საარჩევნო კომისია, იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე, ესე იგი, მანამ, სანამ ყველაფერს დაალაგებს, ყველას დაიჭერს. პრაქტიკულად, დღეს დააანონსა დაპატიმრებები, ყველასთან “გააიასნოს” სიტუაცია და მერე 2020 წელში, რაღაც გაურკვეველი ნულოვანი ბარიერით, (რაც მსოფლიოში არ არსებობს და ეს ნიშნავს რუსული პროექტების შეყვანას, ეს ნიშნავს სათითაოდ ყველა პატარ-პატარა პარტიის ყიდვას, ეს ნიშნავს გაერთიანებების დაშლას), უკვე ბოლომდე მოწმინდოს და საბოლოოდ ჩაიდოს ჯიბეში საქართველო. ამისთვის დგას ხალხი ქუჩაში, ამისთვის დაიღვარა სისხლი? ამისთვის არის ამხელა მოძრობა მთელს მსოფლიოში? ეს კაცი მართლა მიგიჩნევთ აბსოლუტურ იდიოტებად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები