გიორგი კახიანი: ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა საზოგადოებაში არსებული დღევანდელი განწყობიდან გამომდინარე მოხდა.
კახიანი მიიჩნევს, რომ საკითხზე სრული კონსენსუსი არსებობს.
„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მოხდა საზოგადოებაში არსებული დღევანდელი განწყობიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ ეს ის საკითხია, რაზეც სრული კონსენსუსი არსებობს როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე, დიდი ალბათობით, საზოგადოების ნაწილიც ამას უჭერს მხარს. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს. შესაბამისად, მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები