„მოლოტოვის კოქტეილების“ საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების საქმეზე დაკავებულ გიორგი წიქარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
თბილისში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, გ.წ.-ის სახლის ეზოდან კუსტარული წესით დამზადებული ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის 12 ბოთლი და მისი დამზადებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე, 1 პირი დააკავა. პოლიციამ გ.წ. იმ დროს დააკავა, როდესაც იგი აღნიშნული ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა”, აცხადებენ შს სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები