Georgian Airways-ი ჩვეული რეჟიმით დაფრინავს რუსეთის მიმართულებით

ქართული კომპანია, Georgian Airways-ი რუსეთის მიმართულებით ფრენებს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ამის შესახებ “კვირას “ Georgian Airways-ის მომსახურების ცენტრში განუცხადეს.

“ჩვენ ჩვეული გრაფიკით ვახორციელებთ ფრენებს რუსეთის მიმართულებით, მომხდარი ცვლილებები ჩვენთან ჯერ არ მოქმედებს”,- აცხადებენ Georgian Airways-ში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აუკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები