აქციაზე მიღებული დაზიანებების შედეგად, სხვადასხვა საავადმყოფოში 52 პაციენტი რჩება, მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია

“ამ დროისთვის, თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში 52 პაციენტი რჩება, მათგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული”, – ამის შესახებ ,,კვირას” საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს.

როგორც ,,კვირას” სამედიცინო დაწესებულებიდან აცნობეს, 52 პაციენტიდან 9 ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დრომდე მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სავარაუდოდ, ისინი კლინიკას ორშაბათს დატოვებენ.

ამასთან, 11 პაციენტი ,,ნიუ ჰოსპიტალსში” რჩება. დანარჩენი პაციენტები თბილისის სხვადასხვა კლინიკაში არიან მოთავსებულნი.

ცნობისათვის, 20 ივნისს, ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე, გამოიყენა რეზინის ტყვიები.

სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 240 პაციენტიდან საავადმყოფოებში, 21 ივნისის მონაცემებით, 55 პაციენტი იმყოფებოდა. 240-დან 80 პოლიციელი იყო.

შსს-ს ინფორმაციით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები