მიშა მშვილდაძე: ჩვენ არ გვქონია დაგეგმილი დღეს არანაირი მსვლელობები არსად და ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას რაიმე პროვოკაციაზე

ჩვენ არ გვქონია დაგეგმილი დღეს არანაირი მსვლელობები არსად და ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას რაიმე პროვოკაციაზე, რაც შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერ სპონტანურ ქმედებას, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა სპიკერმა, მიშა მშილდაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მშვილდაძის თქმით, აქციის მონაწილეებს ტრიბუნის გამოყენებისა და აზრის დაფიქსირების საშუალება აქვთ.

„პირველი და მთავარი ამოცანა, რაც დღეს გვქონდა და ჩვენ ეს შევასრულეთ არის ის, რომ აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია უნდა ჩაგვეტარებინა და ჩვენ ეს გავაკეთეთ.

​ყველა ჩვენი ქმედება საერთო სულისკვეთებისკენ უნდა იყოს მიმართული – მშვიდობიანი და მშვიდი.

ამის პარალელურად ყველას აქვს შესაძლებლობა თავისი აზრი გამოთქვას. მაგრამ აქციის ორგანიზატორების სახელით ჩვენ არ გვქონია დაგეგმილი დღეს არანაირი მსვლელობები არსად და ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას რაიმე პროვოკაციაზე, რაც შეიძლება მოყვეს ნებისმიერ სპონტანურ ქმედებას, რომელსაც ჩავიდენთ აქ. ამიტომ, ერთის მხრივ, თავი არავინ უნდა შეიზღუდოს, მაგრამ თითოეულ ჩვენს ნაბიჯს პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ“, – განაცხადა მშა მშვილდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები