აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს სახალხო დამცველი პირადად აკვირდება

აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პირადად აკვირდება.

მისი თქმით, იყო ხარვეზები პროცესის მიმდინარეობისას, თუმცა საღამომდე უკვე საღამოსკენ ყველაფერი გამოსწორდა.

„დღის პირველ ნახევარში პირებს პატიმრობას უფარდებდნენ ადმინისტრაციული სანქციის სახით და ხარვეზები გამოიკვეთა პროცესის მიმდინარეობისას. დაჩქარებული იყო პროცესები, არ ხდებოდა მტკიცებულებების სათანადოდ გამოკვლევა. ასევე, პროცესის საჯაროობასაც ექმნებოდა საფრთხე, ხმა არ ისმოდა და ძალიან რთული იყო, გაგვერჩია მათ შორის დაკავებულების სახელი და გვარიც კი. თუმცა, უკვე საღამოსკენ ვითარება შეიცვალა.

როგორც მეუბნებიან და მე თავადაც ვესწრებოდი ამ პროცესებს, უკვე სასამართლო ძირითადად შენიშვნას უცხადებდა და ასევე, ძალიან ბევრი პროცესი გადაიდო ადვოკატების მოთხოვნით იმის გამო, რომ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და წარდგენა მოითხოვეს ადვოკატებმა. ამიტომ, პროცესები გაგრძელდება და ჩვენ რა თქმა უნდა დავაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები სასამართლოში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის აქციის 305 მონაწილე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები