აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილს გახარიას გადასაყენებლად ერთი საათი მისცეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილის ერთსაათიანი ვადა მისცეს შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადაყენებისთვის.

მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლებენ.

მანამდე კი პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, ორგანიზატორებმა დღევანდელი აქციის ოფიციალური ნაწილი და სიტყვით გამოსვლები დასრულებულად გამოაცხადეს, რამაც მონაწილეთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი მიკროფონების ჩართვას ითხოვდნენ, თუმცა ორგანიზატორები აპარატურის დატოვებაზე უარს აცხადებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები