“ერთ-ერთმა რუსულმა მედიასაშუალებამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა დაშავებულთაგან ერთი პირის გარდაცვალების შესახებ”

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე რუსთაველის გამზირზე დაშავებულთაგან ერთი პირის გარდაცვალების შესახებ რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ამ დროისთვის კლინიკებში 54 პაციენტი რჩება. მათგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
“ერთ-ერთმა რუსულმა მედიასაშუალებამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა დაშავებულთაგან ერთი პირის გარდაცვალების შესახებ. გაცნობებთ, რომ კატეგორიულად უარვყოფ ამ ცრუ ცნობას!
ამ დროისთვის კლინიკებში 54 პაციენტი რჩება. მათგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
მინდა იცოდეთ, რომ პირად კონტროლზე მყავს აყვანილი თითოეული დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა”, -აცხადებს ავთანდილ თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები