“ყველანი გარეთ” – “ბასიანი” დაგეგმილ საკლუბო ღამეს აუქმებს

ვაცნობიერებთ, რომ ახლა, ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქესა და ჯგუფს განსაკუთრებული სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გვმართებს. ვითვალისწინებთ შექმნილი ვითარების სიმძიმეს და ვაუქმებთ BASSIANI/HOROOM-ის დაგეგმილ საკლუბო ღამეს – ამის შესახებ ღამის კლუბ “ბასიანის” ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებიდან ირკვევა, ისინი საპროტესტო აქციას უერთდებიან და სხვა მოქალაქეებსაც ამისკენ მოუწოდებენ.
“გუშინ საზოგადოების სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ რეპრესიულ საპოლიციო ძალადობას შედეგად მოჰყვა ასობით ადამიანის დაკავება და მათი დასახიჩრება. საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აღმართა ხელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რითაც მან კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბი და გვანახა, რომ მის უკან საკუთარ შიშებსა და ვერაგულ განზრახვებში ჩაკეტილი ადამიანები დგანან, რომლებიც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების ნაცვლად, მზარდი სოციალური პროტესტის ჩახშობით არიან დაკავებული.
საზოგადოების გაჩუმების ყველა მცდელობა უშედეგოა და საბოლოოდ ისევ საპროტესტო ტალღის გაძლიერებას უწყობს ხელს. ჩვენი საზოგადოება არ დათმობს ჩვენს მთავარ მონაპოვარს – თავისუფლებას, რომელსაც საფრთხე ემუქრება ერთის მხრივ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, ხოლო მეორეს მხრივ მოძალადე ხელისუფლებისა და სხვადასხვა ანგაჟირებული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან.
ვაცნობიერებთ, რომ ახლა, ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქესა და ჯგუფს განსაკუთრებული სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გვმართებს. ვითვალისწინებთ შექმნილი ვითარების სიმძიმეს და ვაუქმებთ BASSIANI/HOROOM-ის დაგეგმილ საკლუბო ღამეს.
სოლიდარობა მშვიდობიან, სამართლიან სამოქალაქო პროტესტს!ყველანი გარეთ”, – აღნიშნულია “ბასიანის” ადმინისტრაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები