თსუ-ს აქციის ორგანიზატორი: სტუდენტების ძალა არ იქნა იარაღად გამოყენებული (ვიდეო)
„ეს იყო კონკრეტული ძალების ინტერესებიდან გამომდინარე მომხდარი რაღაც საშინელი ფაქტი“,- ამის შესახებ თსუ-ს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლექსო გოგილაშვილმა, გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, თსუ-ს წინ დღეს ჩატარებული აქციის მთავარი მიზანი იყო რომ სტუდენტების ძალა რომელიმე პოლიტიკურ ძალას იარაღად არ გამოეყენებინა.
„რაც მთავარია ჩვენი დღევადენლი აქცია რასაც ემსახურებოდა – ეს იყო სტუდენტების ხმის მიწვდენა ხელისუფლებისადმი, საზოგადოებისადმი, თუნდაც რუსეთისათვის – ეს მიზანი მიღწეულია. სტუდენტებმა ჩვენი ჯანსაღი პოზიცია დავაფიქსირეთ. ეს აქცია ყოველგვარი პოლიტიკური ძალებისგან განცალკევებით ჩატარდა და სტუდენტების ძალა არ იქნა იარაღად გამოყენებული, ეს არის აქციის მთავარი მიზანი.
ეს იყო კონკრეტული ძალების ინტერესებიდან გამომდინარე მომხდარი რაღაც საშიენლი ფაქტი,სადაც რა თქმა უნდა ხელსუფლებამაც დაუშვა შეცდომა“, – განაცხადა ლექსო გოგილაშვილმა.
დღევანდელი აქცია თსუ-თან დასრულდა. ორგანიზატორი თქმით, აქცია შესაძლოა საოკუპაციო ხაზთან გაგრძელდეს.