თსუ-ში შეკრებილი სტუდენტები საოკუპაციო ხაზთან მისვლას გეგმავენ

თსუ-სთან შეკრებილი სტუდენტები უახლოეს დღეებში, საოკუპაციო ხაზთან მისვლას გეგმავენ, რათა რუს ოკუპანტებს გააგონონ თავისი ხმა.

“კარგი იქნება, თუ მოვახერხებთ საოკუპაციო ხაზთან მისვლას და მსგავსი ტიპის აქციის გაგრძელებას უახლოეს დღეებში. ეს იქნება დღევანდელი აქციის გაგრძელება”, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.

თარიღი თუ როდის წავლენ საოკუპაციო ხაზთან, ჯერჯერობით არ იციან, მაგრამ წინასწარ დააანონსებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები