გიორგი შარვაშიძე: სასიხარულოა, რომ სტუდენტებმა, როგორც ყოველთვის, დააფიქსირეს მკაფიო სამოქალაქო პოზიცია

ძალიან სასიხარულოა, რომ სტუდენტებმა, როგორც ყოველთვის, დააფიქსირეს მკაფიო სამოქალაქო პოზიცია და გადაწყვიტეს, არ აყვნენ პოპულისტ პოლიტიკოსებს, – ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე “ფეისბუქზე“ წერს.

მისივე შეფასებით, იმის მაგივრად, რომ ერთი იდეის გარშემო გავერთიანებულიყავით, კვლავ ერთმანეთს დავუპირისპირდით. .

„კარგად გვახსოვს 1920 წლის მოვლენები. საქართველოს მთავრობამ ბოლშევიკები გამოუშვა ციხიდან, მათ განაგრძეს ძირგამომთხრელი საქმიანობა, რუსეთის საელჩო გადაიქცა აგენტების შტაბად – მთავრობას კი გულუბრყვილოდ უხაროდა რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის “აღიარება“, თუმცა ამ სიხარულმა ცოტა ხანს გასტანა.

ახლა არის სიტუაცია, როდესაც კარგად ჩანს, ვინ ვინ არის, ვინ ვის დავალებას ასრულებს და ვის წისქვილზე ასხამს წყალს.

ნაცვლად იმისა, რომ ყველა ერთი ეროვნული იდეის გარშემო გავერთიანებულიყავით, ისევ ერთმანეთს დავუპირისპირდით – ეს კი ვის ინტერესშია, რთული მისახვედრი არ არის.

ამიტომ ძალიან სასიხარულოა, რომ სტუდენტებმა, როგორც ყოველთვის, დააფიქსირეს მკაფიო სამოქალაქო პოზიცია და გადაწყვიტეს არ აყვნენ პოპულისტ პოლიტიკოსებს.

გვახსოვდეს, რუსეთი ოკუპანტია !“ – წერს გიორგი შარვაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები