სახალხო დამცველი პროკურატურას ეფექტური და სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს

0

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთაველის გამზირზე 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, ჩაატაროს გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ.

,,საქართველოს სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები პირველივე წუთებიდან აქტიურად აკვირდებიან ქვეყანაში რუსი დეპუტატების ჩამოსვლისა და რუსეთის ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამართულ აქციასთან დაკავშირებულ მოვლენებს.

სახალხო დამცველი მიმართავს:

საქართველოს გენერალურ პროკურატურას

· დაიწყოს და ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე, დაკავებულების მიმართ ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე

· დაიწყოს და აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებისა და მათ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტების გარშემო

საქართველოს მთავრობას

· აქციაზე დაზარალებულ პირთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯები, ანაზღაურდეს სრულად

თბილისის საქალაქო სასამართლოს

· აქციაზე დაკავებულ პირთა მიმართ სამართალწარმოება წარიმართოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების სრულად შესაბამისად

სახალხო დამცველი აგრძელებს როგორც სამართალდამცავთა მხრიდან აქციის შეწყვეტისას ზემოხსენებული პრინციპების სავარაუდო დარღვევისა და ძალის გადამეტების შემთხვევების, ისე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ფაქტების დეტალურ შესწავლას,”- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი