„კვირას“ პრესკლუბში სტუდენტები 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ

18:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ და განცხადებას გააკეთებენ.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით, 22:00 საათზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეების დასაშლელად სპეცრაზმი გამოიყვანეს. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.
აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გადადგა, ზაქარია ქუცნაშვილმა კი სადეპუტატო მანდატი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები