ირაკლი კობახიძე გადადგა

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გადადგა. აღნიშნული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. შესაბამისი ოფიციალური განცხადება ბრიფინგზე კახა კალაძემ გააკეთა.
ოპოზიციის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა პარლამენტში რუსი დეპუტატების მისვლისა და გავრილოვის მიერ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შემდეგ მოითხოვეს. ამასთან, გუშინ, პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქციაზე შეკრებილი ადამიანების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები