ალადაშვილის კლინიკაში მოთავსებული მამაკაცის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, მისი მდგომარეობა მძიმეა

ალადაშვილის კლინიკაში მოთავსებული 50 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება  – ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც გუშინ  რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავდა, დაზიანება თავში აქვს მიყენებული.
კლინიკაში აცხადებენ, რომ მამაკაცს თავში ერთი ჭრილობა აქვს, რომელიც, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით აქვს მიყენებული. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.
მათივე ინფორმაციით, პაციენტის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. მას არ აქვს პირადობის დამადასტურებელი საბუთები და მისთვის არც ახლობლებს მიუკითხავთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები