სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ადამიანია პოლიციის განყოფილებაში ამ დროისთვის გადაყვანილი. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს.
პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და გაზის შუშხუნების გამოყენებით დაშალა.
აღსანიშნავია რომ პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს დაშავდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები. „ტვ პირველის“ ჟურნალისტს კი ერთ-ერთმა პოლიციელმა მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მიცა, ხელით ორჯერ გადაადგილა ადგილიდან და ოპერატორის კამერისთვის ხელის აფარება სცადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები