ბოლო მონაცემებით, აქციაზე 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა

 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ცრემლსადენი გაზის გარდა, სხვა რა დაზიანებები აქვთ დაშავებულებს, ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად გაზის სპეციალური შუშხუნები გამოიყენეს. რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ დაცარიელდა. აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძრის მხარესა და მეტრო „თავისუფლების“ მხარეს მიმოიფანტნენ. თუმცა, აქციის მონაწილეების ნაწილი კვალვ ცდილობს დაცარიელებული ადგილების შევსებას. ისინი სკანდირებენ შემდეგი სიტყვებით: „საქართველო, საქართველო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები