პარლამენტის შენობასთან აქციაზე 16 ადამიანი დაშავდა – სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს 16 ადამიანი დაშავდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 დაშავებული თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოშია მოთავსებული.
ცნობისათვის, რამდენიმე წუთის წინ, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ისვრიან რეზინის ტყვიებსაც.
მდგომარეობა პარლამენტის წინ მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ დაბრუნდნენ.