შსს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს , დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.