როგორ იხსენებს გავრილოვი რუსულ მედიასთან დღევანდელ მოვლენებს – “შემოვარდნენ დარბაზში, დაიწყეს ჩემი ძებნა”

საქართველოს პარლამენტის დარბაზში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ჩაშლას, ასამბლეის თავმჯდომარე ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი სერგეი გავრილოვი რუსულ მედიასთან გამოეხმაურა:
„ისინი შემოვარდნენ დარბაზში, დაიკავეს ტრიბუნა და ჩემი ადგილი. ჩვენ შესვენება გვქონდა, დაიწყეს ჩემი ძებნა, დოკუმენტების დახევა, წყლის დასხმა, დროშების დაწვა, პუტინის პორტრეტის ჩვენება… მე როგორც მივხვდი ისინი იყვნენ სააკაშვილის პარტიიდან, მაგრამ მათ არ ვიცნობ. ეს იყო ძალიან ულამაზო და პარლამენტის რეპუტაციის დისკრედიტაცია, – განაცხადა გავრილოვმა ria.ru-სთან სატელეფონო საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები