დონალდ ტრამპი: ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა
ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„როიტერი“ წერს, რომ დონალდ ტრამპის განცხადება ირანის არმიის ელიტური დანაყოფის, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ, ამერიკული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდებას უკავშირდება.
ირანულმა მედიამ 20 ივნისს დაწერა, რომ რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტით ქვეყნის სამხრეთში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.