კანადაში ტყის ხანძრების გამო 10 ათასმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლები დატოვა
კანადაში, ალბერტის რაიონში ტყის ხანძრების გამო, 10 ათასამდე ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა და ეკომიგრანტი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ამ მომენტისთვის 27 ხანძრის კერაა აღმოჩენილი, რომელთაგანაც უმეტესობა პროვინციის ჩრდილოეთით მდებარეობს. ხანძარს 1200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის.
შეგახსენებთ, რომ ალბერტის პროვინციაში ტყის ხანძრები გასულ თვეს დაიწყო, ადგილობრივების ევაკუაცია კი მაისის ბოლოს დაიწყო.