ერაყში ნავთობგიგანტების საოფისე კომპლექსს რაკეტა დაეცა – არიან დაშავებულები

ერაყის სამხრეთში, ქალაქ ბასრას მახლობლად, რამდენიმე ნავთობგიგანტის საოფისე და საცხოვრებელ კომპლექსს რაკეტა დაეცა, რის შედეგადაც, სამი ადგილობრივი მუშა დაიჭრა. რაკეტა ახლო მოქმედების, საბჭოთა რეაქტიული „კატუშას“ ტიპის იყო. ინფორმაციას ტელეკომპანია “ალჯაზირა” ერაყელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მომხდარს ნავთობის მოპოვებისა და ტრანსპორტირებისთვის საფრთხე არ შეუქმნია.
აღნიშნულ კომპლექსში მდებარეობს მათ შორის ისეთი კომპანიების ოპერატიული შტაბბინები, როგორიც არის „ექსონმობილი“, „როიალ დაჩ შელი“ და „ენი“.
მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები