უკრაინის რადას დეპუტატმა ცეცხლსასროლი იარაღის წმენდისას სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა

უკრაინის რადას დეპუტატი, “სახალხო ფრონტის” წევრი – დიმიტრი ტიმჩუკი ცეცხლსასროლი იარაღის წმენდის დროს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერფაქს უკრაინა” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს წყაროს ცნობით, გამოძიების პირველადი ვერსიის მიხედვით, ტიმჩუკმა თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატი იარაღს წმენდდა – მან საკუთარ თავს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციას, ასევე, უკრაინის რადას დეპუტატი, ანტონ გერაშენკო ადასტურებს.
“ჩვენ ყველას დაგვაკლდები”, – წერს გარაშენკო სოციალურ ქსელში.
ანტონ გარაშენკოს ინფორმაციით, ინციდენტი, დაახლოებით,  ერთი საათის წინ მოხდა.
ამ წუთებში,  შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ.
ცნობისთვის, დიმიტრი ტიმჩუკი ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის“ კოორდინატორი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები