ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში მხარეებს აშშ დაეხმარება

ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ დონალდ ტრამპის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა ტვიტერში დაწერა.
“კვირის ბოლოს ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ველოდები, რათა მათ შორის დიალოგის გაგრძელებას ხელი შევუწყო”, – დაწერა ბოლტონმა.
ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში შეხვედრაზე ცოტა ხნის წინ შეთანხმდა, რათა ყარაბაღის გაყინული კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება სცადონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები