GERA-ს, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით არის შექმნილი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოხსენიებაში ამხელენ

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) საგანგებო განცხადებას ავრცელებს და იმ ხელშეკრულების დეტალებს ასაჯაროებს, რომლებიც, საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციის (GERA) მტკიცებით, მისი და ქართული კომპანია MOST-ის ერთობლივი თანამშრომლობით გაფორმდა Warner Music-თან.}
ასოციაცია განმარტავს, რომ ხელშეკრულება არა Warner Music-ის სათავო ოფისთან, არამედ მის რუსეთის დანაყოფთან გაფორმდა, რომელსაც საკუთარი დაფარვის ტერიტორიად, საქართველოსთან ერთად, მითითებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები.
საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„რუსეთის მხარდაჭერით შექმნილი საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია (GERA), რომელიც საავტორო უფლებებით მოსარგებლეებს უკანონოდ სთხოვს ჰონორარის გადახდას, აცხადებს, რომ მისი და ქართული კომპანია MOST-ის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად გაფორმდა ხელშეკრულება Warner Music-თან.
ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ ხელშეკრულების რუსული სქემის და მისი საგანგაშო დეტალების შესახებ. კომპანია MOST-მა (ს/კ: 402121477 რეგისტრაციის თარიღი: 20.03.2019 დირექტორი და 49% წილის მფლობელი დავით ხუჯაძე, რომელიც ამავდროულად არის GERA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელიც, რაც ინტერესთა კონფლიქტია) რეგისტრაციიდან 10 დღეში, 2019 წლის პირველ აპრილს გააფორმა ხელშეკრულება არა Warner Music-ის სათავო ოფისთან, არამედ მის რუსეთის დანაყოფთან (დირექტორი ალექსანდრე ბლინოვი) რუსეთის დანაყოფს კი, საკუთარი დაფარვის ტერიტორიად, საქართველოსთან ერთად, მითითებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები!“, – ნათქვამია განცხადებაში.

 http://bit.ly/2XhE2hN

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები